iVillas ბათუმის ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მდებარეობს და 14 3-სართულიან ვილას მოიცავს. ა ბლოკში ვილების ფართი 200 კვადრატული მეტრი იქნება, ბ ბლოკში – 165.
პროექტი ბოტანიკური ბაღიდან 500 მეტრში, მწვანე კონცხზე, მდებარეობს. უნიკალური ადგილმდებარეობა საშუალებას იძლევა, რომ ყველა ვილიდან პანორამული ხედები გადაიშალოს ზღვაზე, ქალაქსა და მთებზე.
სრულყოფილი ინფრასტრუქტურის მქონე iVillas შესანიშნავი კომპლექსია საცხოვრებლად, დასასვენებლად თუ ინვესტიციის გასაკეთებლად:
- პრემიუმ კლასის სარემონტო მომსახურება
- საცურაო აუზი
- სპა ცენტრი
- ფიტნეს ცენტრი
- გასართობი ცენტრი
- პარკი
- საბავშვო მოედანი
- მიმღები
- დაცვა
- მიწისქვეშა პარკინგი
ვილის ფასები $2000 დოლარიდან იწყება კვადრატულ მეტრზე, რაც მოიცავს სრულყოფილ რემონტს, ავეჯსა და ტექნიკას. საკუთარი ეზო და პარკინგი კი საჩუქრად გადაეცემა ვილის თითოეულ მფლობელს.
მოქნილი გადახდის პირობები საშუალებას გაძლევთ, ისარგებლოთ შიდა უპროცენტო 18-თვიანი განვადებით, 30% პირველადი შენატანით, ან მიიღოთ ფასდაკლება ერთიანი გადახდისას.
ჩვენი სერვისები მოიცავს გაქირავების მენეჯმენტსაც. ჩვენ შეგვიძლია, გაქირავებასთან დაკავშირებული სრული პროცედურები გადავიბაროთ, რაც წელიწადში მინიმუმ $20000 შემოსავლის მიღების შესაძლებლობას მოგცემთ.
ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შესანარჩუნებლად, კომპლექსის ტერიტორიაზე მხოლოდ ელექტრო მანქანებით მოძრაობა იქნება შესაძლებელი.